LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვიტყოდი რომ მარტივი მშობიარობა მქონდა…რამდენიმე წუთი ჩემთვის ძალიან რთული იყო, მეგონა გული წამივიდოდა“ – რას ჰყვება თაკო საზინა

282
2024-09-03_22-41-05_623883

თაკო საზინა პატარა პრინცესას დედა გახდა.

ბლოგერი გამომწერებს თავისი მშობიარობის და თანმხლები გართულებების შესახებ უყვება.

„დავიწყოთ იქიდან რომ ვიმშობიარე ფიზიოლოგიურად, გავიკეთე გაუტკივარება, ტკივილები საერთოდ არ მიგრძვნია, მაგრამ მაინც ვერ ვიტყოდი რომ მარტივი მშობიარობა მქონდა და რატომ.

ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც ხდება, რომ გაუტკივარება ყელის გახსნის დროს იწვევს გულის რევას და სამწუხაროდ სწორედ ჩემზე ჰქონდა ეს რეაქცია. სანამ ჭინთვები დამეწყებოდა გამოვიფიტე, საჭმელს ვერ ვჭამდი. დაბალწნევიანი ვარ და ჭინთვების დროს ენერგია აღარ დამრჩა. რამდენიმე წუთი ჩემთვის ძალიან რთული იყო, მეგონა გული წამივიდოდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა“, – წერს თაკო საზინა.

„წავედით სახლში ჩვენს პრინცესასთან ერთად“ – რა კადრებს გვიზიარებს თაკო საზინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედა გახდა  

„ჩემი მარწყვი გოგო…“ – ბლოგერი თაკო საზინა ახლად დაბადებული ქალიშვილის ფოტოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g