LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვერ წაგვართმევენ ევროპულ მომავალს, იმიტომ, რომ ერთიანი ვართ და ივანიშვილს სწორედ ჩვენი ერთიანობის ეშინია” – თიკა ბოკუჩავა

119
2024-04-17_23-27-16_124052

ვერ წაგვართმევენ ევროპულ მომავალს, იმიტომ, რომ ერთიანი ვართ და ივანიშვილს სწორედ ჩვენი ერთიანობის ეშინია, – აღნიშნულის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ხალხის დამსახურებაა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

,,ივანიშვილმა მერამდენედ მოატყუა ქართველი ხალხი, მერამდენედ მოგატყუათ თქვენ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი აქ იდგა შარშან, აქ ამბობდა: “არა რუსულ კანონს” და სწორედ თქვენი დამსახურებით გაიწვია ივანიშვილმა “რუსული კანონი”. სწორედ თქვენი დამსახურებით მიიღო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ეს ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლის წართმევასაც ახლა ცდილობს ივანიშვილის პარტია, მაგრამ ვერ წაგვართმევენ! ვერ წაგვართმევენ ევროპულ მომავალს. იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ აქ, იმიტომ, რომ ერთიანი ვართ და ამის ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილს! ივანიშვილს სწორედ ჩვენი ერთიანობის ეშინია!”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

,,ავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან, მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს” – აქტივისტების სამოქმედო გეგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები