LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს ამ ერის ნებას” – პრეზიდენტი

159
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გამართულ მასშტაბურ ანტირუსულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება, ფოტოს აზიარებს და წერს:

,,თბილისი ამაღამ თავისუფლების მოედნიდან ევროპის მოედნამდე! ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს ამ ერის ნებას!”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ მიმდინარეობს.

მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წამოვიდნენ.

„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!”- უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მსვლელობა

მსვლელობით მოემართებიან აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.

მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები რუსთაველის გამზირზე, ასევე მარჯანიშვილის მოედნისა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში”- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ამ წუთებში მარშს 4 ლოკაციიდან მართავენ

magti 5g