„ვერაფერს შევცვლით და ვაიძულებთ, შეიძლება ასეც იყოს და მოეჩვენოთ, რომ უნიჭოდ დადგმული და არაფრის მომცემი საპროტესტო მანიფესტი იყო“, – ასე პასუხობს მსახიობი ნინო კასრაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას.
კალაძე საპროტესტო მანიფესტზე: „სიმართლე გითხრათ არ მინახავს… ალბათ, ჩვეულებრივ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში – უნიჭო, არაფრის მომცემი“
კალაძე „ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების მიერ გუშინ გამართულ საპროტესტო მანიფესტს გამოეხმაურა.
„ვერაფერს შევცვლით და ვაიძულებთ, შეიძლება ასეც იყოს და მოეჩვენოთ, რომ უნიჭო და არაფრის მომცემი იყო. ეს არ არის პრობლემა. ჩვენ ამას შეჩვეულები ვართ. ვმუშაობთ, მივაკლავთ თავს, მერე ვიღაც მოვა და იტყვის, ეს რა უნიჭობა არისო. ეს აბსოლუტურად არ გვაშინებს, მთავარია, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ნაცნობ და უცნობ მეგობრებსა და თანამოაზრეებს, რომლებიც ახლა ციხეში სხედან და მნიშვნელოვანია ხალხთან კომუნიკაცია, რომ გავაგებინოთ, ჩვენი სიმართლე“, – აღნიშნავს ნინო კასრაძე „პალიტრასთან“ საუბრისას.
„ჩვენი პირველი მიზანი მიღწეულია, დაგვინახეს, მოგვისმინეს, შეშფოთდნენ! “ – „ახალი თეატრი“
„მეგობრისთვის თავგანწირვა არ ისწავლება! ქვეყნის სიყვარულს ტრენინგი არ სჭირდება!“
„ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი გაიმართა. მსახიობებმა და რეჟისორებმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადეს, რომ “ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, რათა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ხმა ყველას მიაწვდინონ.
აღნიშნულ საკითხს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა:
„სიმართლე გითხრათ არ მინახავს. ალბათ, ჩვეულებრივ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში – უნიჭო, არაფრის მომცემი.“