LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება – ზაზა ურუშაძე

1135
683339C4-BE3D-4C3A-BDAA-755245C68DAC-w408-r1-s

“თუ არ რჩება არაფერი და ქრები ყველაფერი ამაოა”,- ამის შესახებ ზაზა ურუშაძემ მის ბოლო ინტერვიუში, გადაცემა “მძიმე კაცთან” ისაუბრა.

„ღმერთი ყველგან არის, ეკლესიური ვერ ვარ მაგრამ ღმერთის მწამს, ვერანაირად დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება. მე იმედი მაქვს, რომ რაღაც არსებობს, მინდა ასე იყოს. თუ არ რჩება არაფერი და ქრები ყველაფერი ამაოა..“ – თქვა ზაზა ურუშაძემ.

ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი რეჟისორობით გადაღებულია 6 ფილმი და ორი ტელესერიალი. 2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია “მანდარინები”.

ზაზა ურუშაძე 1999-2000წწ. იყო სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g