LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერანაირი სხვა გეგმა ვერ დაიდება, რადგან ყველანაირად გამტყუნდა ის მოსაზრებები, რითაც საზოგადოების გამოკვება უნდოდათ – არანაირი გაყალბება არ მომხდარა“ – გია ვოლსკი ოპოზიციის გეგმებზე

134
გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბარიერგადალახული ოპოზიციის გეგმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ვერანაირი სხვა გეგმა ვერ დაიდება, რადგან ყველანაირად გამტყუნდა ის მოსაზრებები, რითაც საზოგადოების გამოკვება უნდოდათ – არანაირი გაყალბება არ მომხდარა“.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს სახელმწიფო გადატრიალების იდეა აქამდეც ჰქონდა და ახლა ამ საკითხის წინ წაწევა „კარვების ქალაქით“ უნდათ.

„იყო ცალკეული გადაცდომები და გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან დაშვებული გადაცდომები შეფასებული უნდა იყოს. რასაც ნიკა გვარამია აცხადებს [კარვების მობილიზებაზე] ეს ახალი არ არის. სახელმწიფო გადატრიალების იდეა ჰქონდათ უკვე დიდი ხანია და წლებია ვერ მოახერხეს. ახლა შემდეგი მცდელობაა – კარვების ქალაქით თუ უბნით უნდა, რომ ეს საკითხი წინ დაძრას. ვინც ოპოზიციას ან უმრავლესობას უჭერს მხარს, არცერთ ოჯახს, არცერთ ჭკუათმყოფელს არ აწყობს, რომ ქვეყანაში ქაოსი შეიქმნას. ეს თემა შეტევაა ეკონომიკაზე, ვალუტის კურსზე, ტურიზმზე, ადამიანის ფსიქიკაზე. ეს არის მათი გეგმა, რაც ალბათ, ორშაბათსაც გამოცხადდება. რომც არ გამოცხადდეს, ვიცით ამ ადამიანების შინაარსი და მათი პათოსი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g