LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერასდროს გადავიხდი იმ უდიდესი სიყვარულის ამაგს, რომელიც რეანიმაციის სიკვდილისფერ კედლებში სიცოცხლის შუქად მენთებოდა“ – მამა თეიმურაზ ქორიძის ემოციური მიმართვა

302
თეიმურაზ მზა

მამა თეიმურაზ ქორიძე გამოჯანმრთელდა. 

მოძღვარი სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

„მადლობა უფალს.

ვერასოდეს გადავიხდი იმ უდიდესი სიყვარულის ამაგს, რომელიც რეანიმაციის სიკვდილისფერ კედლებში სიცოცხლის შუქად მენთებოდა.

ეს თქვენი სიყვარულია!

თქვენი თანადგომა უზომოდ მაძლიერებდა იმ მძიმე დღეებში, როდესაც ჩემთვის დრო გაჩერებული იყო და ღვთის უდიდეს წყალობას მინდობილი, თქვენი სიყვარული იყო ის ძალა, რომელიც არ მაძლევდა უფლებას მოვდუნებულიყავი.

მადლობა უფალს. მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ყველა ჩემთვის მლოცველს. მადლობა ექიმებს დაუღალავი შრომისათვის. ახლა სახლში ვარ და განვაგრობ მკურნალობას. მაპატიეთ, ყველა შეტყობინებას პირადად, რომ ვერ ვპასუხობ.

მადლობა უფალს.

ვერასოდეს გადავიხდი იმ უდიდესი სიყვარულის ამაგს, რომელიც რეანიმაციის სიკვდილისფერ კედლებში სიცოცხლის…

Posted by ႫღვႣელი Ⴇეიმურაზ Ⴕორიძე on პარასკევი, 10 ნოემბერი, 2023

მიყვარხართ უმიზეზოდ,“- წერს თეიმურაზ ქორიძე.

„როგორც ყოველთვის ჩემი თხოვნა შეასრულა, იბრძოლა და დაბრუნდა“ – რას წერს მამა თეიმურაზ ქორიძის მეუღლე

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, ბესიკ გამყრელიძის მიერ გავრცელებულში პოსტში,  აღნიშნული იყო, რომ ახალგაზრდა მოძღვარი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზს ფილტვების დაზიანება ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g