LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერც ერთი დედა ვერ გაუკეთებს შვილს იმდენს რამდენსაც ილო” – ანი ბებია

3340
BeFunky-collage - 2023-07-29T234632.620

მსახიობი ანი ბებია გადაცემა „სთორის” სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლესთან, ასევე მსახიობ ილო ბეროშვილთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

როგორც ანი აღნიშნავს, ილო შესანიშნავი მამაა და შვილებზე ძალიან ზრუნავს.

„ილოსთან ყველაზე ხშირად ქვეყანაში არსებული ზოგადი ფონის გამო ვკამათობ და კიდევ საკუთარი პოტენციალის არამიზნობრივად ხარჯვის გამო.

ილო უნივერსალური ადამიანია, საოცარი ნიჭის პატრონი, აბსოლუტურად ყველაფერი გამოსდის და ყველაფერი შეუძლია, თუმცა არაფერს აკეთებს ამისთვის, შეიძლება ითქვას რომ საერთოდ არაფერს…

სულ ვეუბნები, რომ გააკეთოს ის რაც მას უნდა და არა ის რაც საზოგადოებას სურს მისგან. ილოს მართლა იმაზე მეტი შეუძლია ვიდრე აკეთებს“, – ამბობს ანი ბებია.

მისივე თქმით, ილო წარმოუდგენელი მამაა.

ანი აღნიშნავს, რომ მსგავსი მზრუნველობა და სითბო შვილების მიმართ არ უნახავს და ვერც ერთი დედა ვერ გაუკეთებს შვილს იმდენს რამდენსაც ილო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g