ვანელი გიორგი დვალიშვილი საქართველოს 7 გზის ჩემპიონი გახდა. 18 წლის ახალგაზრდა კვიპროსში, მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.
„აწ უკვე შვიდგზის საქართველოს ჩემპიონი, ველოდებით შედეგს მსოფლიო ჩემპიონატზე“ – ამის შესახებ ჩემპიონის დედა, ნანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აწ უკვე შვიდგზის საქართველოს ჩემპიონი🏆,ველოდებით შედეგს მსოფლიო ჩემპიონატზე✈️🥇🥇🥇
Posted by Nana Nikoleishvili on შაბათი, 24 აგვისტო, 2024
7 გზის ჩემპიონის დედას, ნანა ნიკოლეიშვილს რადიო „ფორტუნა“ დაუკავშირდა. მისი თქმით, დედისთვის შვილის ნებისმიერი წარმატება უდიდესი ბედნიერებაა:
„დედისთვის შვილის ნებისმიერი წარმატება უდიდესი ბედნიერებაა, ვერც კი აღვწერ რას ვგრძნობ თითოეული გამარჯვების შემდეგ, თუმცა,ეს ჯერ დასაწყისია და დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო გაგვახარებს“ – ამბობს ნანა ნიკოლეიშვილი.
ნანა ნიკოლეიშვილის თქმით, გიორგი ჭიდაობს სამბოსა და ძიუდოს, ამჯერად კი სამბოში, უკვე მეშვიდედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
„გიორგი ჭიდაობს სამბოსა და ძიუდოს,თუმცა ახლა სამბოში გახდა საქართველოს ჩემპიონი მეშვიდედ.
ეს მისი მესამე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, მანამდე აქვს მესამე და მეორე ადგილები დაკავებული. კვიპროსში მიემგზავრება, დაახლოებით 5 ოქტომბერს“ – ამბობს სპორტსმენის დედა.
ნანა ნიკოლეიშვილის თქმით, 2023 წელს ყირგიზეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი დვალიშვილმა (ჭაბუკები) ვერცხლის მედალი მოიპოვა.