LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს ჩემთვის თქვენგან წამოსული, გულწრფელი სურვილები და ნათელი ემოციები…“ – ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

317
ნათია დიაკვნიშვილი

„გიხდით უდიდეს მადლობას, იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, უპირობო და გულწრფელი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, რასაც ასე უხვად ვგრძნობ თქვენგან“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი წერს.

ნათია დიაკვნიშვილი ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც მას დაბადების დღე მიულოცა და კეთილი სურვილები არ დაიშურა:

ნათია დიაკვნიშვილი: „90 დღე გავიდა მოლოდინის და მე არასდროს დავყრი ფარ-ხმალს…გელოდები, ჩემო ღვთის მოულოდნელო საჩუქარო“

„ჩემო გულიანო და უთბილესო ადამიანებო, პირველ რიგში მაპატიეთ, რომ თითოეულს ინდივიდუალურად ვერ გპასუხობთ და რა თქმა უნდა გიხდით უდიდეს მადლობას, იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, უპირობო და გულწრფელი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, რასაც ასე უხვად ვგრძნობ თქვენგან.

მადლობა, რომ ნამდვილი ადამიანები ხართ.

ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს ჩემთვის თქვენგან წამოსული, გულწრფელი სურვილები და ნათელი ემოციები. 

გეფერებით ყველას და გიგზავნით თითოეულს უდიდეს სიყვარულს და სითბოს.  
უფალმა დაგლოცოთ, პირველ რიგში მოგცეთ ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა სიყვარულით, სითბოთი, ბედნიერებით და ულევი სიხარულით გაჯერებული, ძალიან ბევრი წელი…

მიყვარხართ მე თქვენ!!!“ – წერს დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩემო გულიანო და უთბილესო ადამიანებო, პირველ რიგში მაპატიეთ, რომ თითოეულს ინდივიდუალურად ვერ გპასუხობთ 🙏🏽 და რა თქმა უნდა…

Posted by ნათია დიაკვნიშვილი on პარასკევი, 11 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g