LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერეს ხეობაში დარგული ხე-მცენარეების 80 % გაიხარებს

74

ვერეს ხეობაში დარგული ხე-მცენარეების 80 % გაიხარებს. ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა განუცხადა. სულხანიშვილმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა, რომლის მიხედვით ვერეს ხეობაში დარგული მცენარეები ხმება. მისი თქმით, დარგვა დასრულდა 10 ივნისისთვის, პროექტის ფარგლებში დაირგო ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. მისივე თქმით, მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება, ჩართულები არიან სპეციალისტები ბოტანიკური ბაღიდან, არის დასკვნები.

„ნარგავების 80 % გაიხარებს, 100% გახარება არის საკმაოდ რთული, უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროცენტი გახმება. „გრინსერვის+“ აქვს ვალდებულება, რომ მოხდება გამხმარი მცენარეების ჩანაცვლება, ასევე კომპანიას ევალება მოვლა-პატრონობა.  მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდა წვეთოვანი სისტემა, რომელიც ასეთი პროექტების შემადგენელი ნაწილი ადრე არ ყოფილა. ჩვენ ველოდებით მეორე ვეგეტაციის დაწყებას, რომელიც შემოდგომაზე იქნება, ამ დროს ზუსტად გვეცდონება ის რაოდენობა, რომელიც იქნება ჩასანაცვლებელი“ – განაცხადა სულხანიშვილმა.

პროექტის ფარგლებში, ვერეს ხეობაში 5 000-მდე ნერგი დაირგო.

ამ დროისთვის საგაზაფხულო რგვები დასრულებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები