“აზოვსტალის” ქარხნიდან 150 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვია ევაკუირებული.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
მისი თქმით, გადარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები ავტობუსებით ზაპოროჟიეს რეგიონში ჩავიდნენ.
ვერეშჩუკის თქმითვე, მოხდა პატიმრების გაცვლაც: უკრაინულმა მხარემ დაიბრუნა 14 მოქალაქე, აქედან 7 სამხედრო, 7 კი მშვიდობიანი მოქალაქეა.
“აზოვსტალზე” შეტევა დაიწყო, ამ წუთებში ოკუპანტები ქარხანაში შეჭრას ცდილობენ: “აზოვის” პოლკი
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
უკრაინულ მედიაში ვრცელდება კადრებიც, როგორ ჩადის “აზოვსტალიდან” ევაკუირებული ავტობუსები ზაპოროჟიეში.