ვერიკო ტურაშვილი საფრანგეთის დედაქალაქს ქალიშვილებთან ერთად ეწვია.
მომღერალმა ჯერ უფროსი ქალიშვილის, ლიზას დაბადების დღე აღნიშნა რამდენიმე დღის წინ.
„ჩემი ლიზა 22 წლის გახდა… ალბათ, წინა ცხოვრებაში ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული, ამ ცხოვრებაში ეს ჯილდოები რომ დავიმსახურე!.. მიყვარხარ, დედუკი და მინდა, იყო ბედნიერი და დღეგრძელი ნატაშკასთან და ჩემთან ერთად…“, დაწერა მომღერალმა.
დღეს კი ვერიკო თავად გახლავთ იუბილარი.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უერთდება მილოცვებს და ცნობილ მომღერალს საუკეთესო დღეებს უსურვებს!..