მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასახლე, ვერსალი ტურისტების მისაღებად ემზადება. მუზეუმის დარბაზებში ავეჯს ალაგებენ, რათა მათ ვიზიტორებს შორის სოციალური დისტანცია უზრუნველყონ. აღდგენითი სამუშაოები არ ჩერდება. სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას ხელისუფლება უახლოეს მომავალში მიიღებს.