LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერტმფრენი, რომელიც ფრენას სტეფანწმინდაში ახორციელებდა, დაფრენისას დაზიანდა

120

ვერტმფრენი, რომელიც სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში ფრენებს ასრულებდა, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას დაზიანდა. დაზინების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ყველა მგზავრი კარგადაა და მიმდინარეობს მოკვლევა მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

„მომხდარ საავიაციო შემთხვევას იკვლევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო,“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

magti 5g