Vertu-მ გაკოტრების შესახებ ინფორმაცია აღიარა. კომპანიამ 128 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა ვერ შეძლო. შედეგად კი ლუქს-ტელეფონების მწარმოებელი ბრენდი ფუნქციონირებას წყვეტს, ეს კი ნიშნავს, რომ სამსახურის გარეშე 200 ადამიანი, ხოლო მდიდრული მოწყობილობების გარეშე მთელი მსოფლიო დარჩება.
შეგახსენებთ, რომ Vertu 2016 წლის მარტში მურატ ჰაკანმა შეიძინა. მიუხედავად წარმოების შეჩერებისა, მეპატრონე ბრენდის საკუთრებისა და დიზაინერული ლიცენზიის შენარჩუნების უფლებას იტოვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში Vertu-ს ლუქს-კლასის ტელეფონები შესაძლოა კიდევ ვიხილოთ.