”ვესტ ჰემს” სურს ოლიმპიური სტადიონის გახსნაზე ”ბარსელონა” მიიწვიოს.
2013 წელს ”ვესტ ჰემმა” ტენდერი მოიგო და 99 წლის ვადით ოლიმპიური სტადიონი იჯარით აიღო. ახალ არენაზე ლონდონელები 2016/17 წლების სეზონიდან გადავლენ.
54-ათასიანი სტადიონის გახსნაზე ”ჩაქუჩები” გეგმავენ ტოპ-კლუბი მიიწვიონ და რამდენიმე გუნდთან მოლაპარაკებას მართავენ, თუმცა პრიორიტეტული მიმართულება ”ბარსელონაა”.
სტადიონის გახსნა 3 აგვისტოსაა დაგეგმილი.
”ვესტ ჰემი” ამჟამინდელ სტადიონ ”ბოლეინ გრაუნდზე” 1904 წლიდან თამაშობს.