LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ ახალ ალბომზე…დაგეგმილი მაქვს, რომ ექსპერიმენტული მუსიკა გავაკეთო“ – მირზა მოდებაძე

157
მირზა-მოდებაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მირზა მოდებაძე სტუმრობდა, რომელმაც სამომავლო გეგმებზე, ახალ მუსიკალურ ალბომზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერა „მუსიკა წვიმს“ წარუდგინა.

მირზა, როგორ დაიწყო შენთვის 2026 წელი?

წელი კარგად დაიწყო, კონცერტებით, ხალისით, რაც მთავარია და იდეებით ახალ სიმღერებზე. ვფიქრობ ახალ ალბომზე, რამდენიმე სიმღერა უკვე გაკეთებული გვაქვს, ექსპერიმენტებს ვაკეთებთ მე და ჩემი მეგობარი, ლაშა ივანიაშვილი, რომლის სტუდიაშიც იწერება ჩემი სიმღერები.

სად შეხვდი ახალ წელს?

ახალ წელს, რა თქმა უნდა, სამსახურში, კონცერტზე შევხვდი.

თუ არსებობს ისეთი ადამიანი, რომლის აზრიც შენთვის მნიშვნელოვანია და ითვალისწინებ მუსიკის შექმნისას?

როგორ არა, არსებობს, ადამიანი არა, რამდენიმე ადამიანი არსებობს, ისეთი, ვისი აზრიც ძალიან მაინტერესებს. უმრავლესობა მუსიკოსები არიან, თუმცა არიან არა მუსიკოსებიც, მაგალითად, ჩემი დის შვილები. მათ ხშირად ვეკითხები ხოლმე აზრს, მათი აზრი საინტერესოა, რადგან ვცდილობ, მომავალ თაობასაც შევაყვარო ნამუშევრები. 

შენს ისტორიებზე თუ წერ ხოლმე სიმღერებს?

როგორ არა, ძირითადად ჩემს ისტორიებზე იწერება.

თქვენთან ტრიალებს ხოლმე ვალერიან გაფრინდაშვილის „თეთრი ვერსალი“, რომელიც მე განსაკუთრებულად მიყვარს. საკმაოდ ცუდ პერიოდში მომიწია მისი დაწერა, თავს რაღაცნაირად მელანქოლიურად ვგრძნობდი და ეს ლექსი, რომ წავიკითხე, ჩემი თავი დავინახე, თუმცა იქ ტექსტია, რომ თითქოს, გოგონას უმღერი, მაგრამ საერთოდ არ ვუმღერი იქ გოგონას.

ჩემზე ძალიან მოქმედებს განწყობა, თუ რაღაც ბედნიერად, კარგად მიდის ყველაფერი, თუ გარშემო ყველა კარგად არის, პოზიტიური, სახალისო სიმღერები იწერება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მუსიკა წვიმს“.

ეს სიმღერა, დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა. თაროზე ყოფნა ცოტა ხნით მოუწია და ძალიან მიხარია. ამ სიმღერის ტექსტი ჩემი და ჩემი მეგობრის, ძალიან მაგარი პოეტის, ქალბატონ ცირა ბარბაქაძის არის. ერთ-ერთი მიმოწერის დროს, პირველი სტროფი მივწერე ცირას და უცბად, დანარჩენი, ამ სიმღერის, ასე ვთქვათ,  სამკაულები დამიბრუნა. იმდენად მომეწონა ეს ლექსი… სიმღერა ლაშა ივანიაშვილის სტუდიაში ჩაიწერა.

როგორია სამომავლო გეგმები?

დაგეგმილი მაქვს, რომ ექსპერიმენტული მუსიკა გავაკეთო, პრინციპში, მთლიანი ალბომი. ჯერ, არ ვიტყვი, რა მუსიკა იქნება. ვცდილობ, საავტორო სიმღერები გავაკეთო, მაგრამ შეიძლება, ავიღოთ რამდენიმე ცნობილი კომპოზიტორის სიმღერაც და ჩვენებური ვერსია გავაკეთოთ.

მირზა მოდებაძე – მუსიკა წვიმს

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მირზა მოდებაძე – მიყვარხარ. Live

მირზა მოდებაძე. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები