LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, „ფეისბუქის“ ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს“ – კახა კალაძე

119
ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძე

„ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, „ფეისბუქის“ ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს“, – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და „ქარდებს“, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება.

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“ – აშშ-ის საელჩო მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს

მისივე თქმით, საელჩოებისა და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების პირდაპირ ჩარევა ხდება საარჩევნო კამპანიაში.

რობინ დანიგენი: „ვიმედოვნებთ, ამომრჩევლები კარგად დაფიქრდებიან, თუ ვის აძლევენ ხმას – ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, იცოდეს, რა პოლიტიკას ატარებენ პარტიები“

„ძალიან ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ „ქარდებზეც“, აშკარად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს. ყველა „ქარდზე“, რაც გამოაქვეყნეს იყო სიცრუე, თუნდაც არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში კი 2.5%-ი იყო გაყალბებული, რაც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს ხმებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 50 000 ხმაა, რის მოპარვასაც გვაბრალებდნენ. ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, მომხდარიყო რევოლუცია. ჩვენ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, რაც არ უნდა საარჩევნო კამპანიებში ჩაერთონ , 26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყანა და მშვიდობა გაიმარჯვებს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ რამე ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, თავისუფლებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა თავისუფლება და ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და არა რომელიმე ქვეყნის ვასალი; ჩვენ მეგობრობაც გვინდა, პარტნიორობაც, ურთიერთობებიც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი, როგორც განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება და არა ისე, რომ რომელიმე დიდმა ქვეყანამ ჩვენ მიგვიჩნიოს პატარა ქვეყნად. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები