„ვფიქრობ, ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია – ერთია, იყო მკვლელი, მაგრამ სხვაა, ჩაიდინო თვითმკვლელობა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გაზეთთან Die Zeit-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თქვენ მხოლოდ მაშინ იმუქრებით ბირთვული იარაღით, როდესაც სხვა არაფერი მუშაობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ პუტინის ბირთვული საფრთხე „სისუსტეს აჩვენებს“.
27 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შემაკავებელი ძალები „მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ასევე განკუთვნილია აგრესორის გასანადგურებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით“.