LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, დღეს სკოლა ამზადებს მარტო გამოცდისთვის.. სკოლამ უნდა აღგვზარდოს მოქალაქედ..“ – ანდრია უტიაშვილი

161
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „მრგვალი მაგიდა“ კერძო და საჯარო სკოლების განათლების ხარისხზე მსჯელობას დაეთმო.

გადაცემის სტუმრები მსჯელობდნენ რა უნდა იყოს განათლების მიზანი.

საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის შვილმა, ანდრია უტიაშვილმა.

„ვფიქრობ, დღეს სკოლა ამზადებს მარტო გამოცდისთვის, აძლევს ფაქტობრივ ცოდნას. სკოლაში ჩვენ არ მივდივართ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ფაქტობრივი ცოდნა მივიღოთ

სკოლამ უნდა აღგვზარდოს მოქალაქედ, გამოგვიმუშაოს უნარები, რომლებიც არამარტო ეროვნული გამოცდის ჩაბარებაში, არამედ საერთოდ, კარიერის აწყობაში და მოქალაქეობრივი ვალდებულებების შესრულებაში დაგვეხმარება.

ამისთვის, ძალიან ბევრი ღონისძიება არის ჩასატარებელი და საკმარისი არ არის გაკვეთილზე მისვლა, თუნდაც გაკვეთილის მოყოლა, რაღაცის სწავლა და შემდეგ სახლში დაბრუნება..

ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ მოქალაქეობაზე, ქვეყნის განვითარებაზე, იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში არ შეგვექმნას პრობლემები, რადგან დღეს იმისთვის, რომ კარიერა აიწყო და სამსახური იპოვო, დამსაქმებელი არ ეძებს მხოლოდ იმას, ვინც ყველაზე მაგარია მაგალითად, მათემატიკაში..

 

ვფიქრობ, დღეს სკოლა ამზადებს მარტო გამოცდისთვის — ანდრია უტიაშვილი

„ვფიქრობ, დღეს სკოლა ამზადებს მარტო გამოცდისთვის — სკოლამ უნდა აღგვზარდოს მოქალაქედ, გამოგვიმუშაოს უნარები, რომლებიც არამარტო ეროვნული გამოცდის ჩაბარებაში, არამედ კარიერის აწყობაში და მოქალაქეობრივი ვალდებულებების შესრულებაში დაგვეხმარება,“ — ანდრია უტიაშვილი

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2023

 

მას სჭირდება ადამიანი, რომელსაც აქვს სხვა უამრავი უნარი და ამ უნარებზეც უნდა მუშაობდეს სკოლა“, – აღნიშნა გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა, სკოლის მოსწავლემ ანდრია უტიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები