ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში – მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ სისტემაზე დაუპირისპირდნენ, ახლა რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ.
კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სამწუხარო პროცესები ვითარდება.
"ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში" - ბიძინა ივანიშვილი.
ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას: “იმედგაცრუებული“ ბიძინა ივანიშვილი და გულწრფელი წუხილი
“რა თქმა უნდა, სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა. თუ ეს ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით”, – აცხადებს ოქრიაშვილი.
რაც შეეხება აქციების დარბევას, ამ თემაზე დეპუტატმა კომენტარი არ გააკეთა.
ოქრიაშვილის გარდა, პარლამენტში უკვე მივიდა გია ვოლსკიცის ამბობს, რომ პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს.
„არ არის სასიამოვნო ეს პროცესები, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა პარლამენტმა“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
პლენარული სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, აქცია დილის 5 საათზე პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა.