აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „პუტინს ომის შეჩერება სურს“. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს, ტრამპმა დაადასტურა : „დიახ, ვფიქრობ, სურს“.
მისი თქმით, პუტინი პატივს სცემს მას და ამის გამო რუსეთი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს.
„მე რომ არა, ვფიქრობ, მას მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება მოუნდებოდა. ვფიქრობ, მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება. ვფიქრობ, ჩემს გამო ამას არ გააკეთებს. ვფიქრობ, ის პატივს მცემს და მე მჯერა, რომ ჩემს გამო ის მთელ უკრაინას არ დაიპყრობს“, – აღნიშნა ტრამპმა.