LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვფიქრობ ქანდაკება მდინარიდან უნდა ამოვიღოთ და თავის ადგილას დავაბრუნოთ, თუმცა სახეშეცვლილი ფორმით” – ბენკსის ოქროს შუალედი

151
bancksnewsjune

კვირას საპროტესტო მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტებმა ინგლისის ქალაქ ბრისტოლის ცენტრში მდებარე ბრინჯაოს ქანდაკება კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს და მდინარეში ჩააგდეს. ქანდაკება მე-17 საუკუნის მონებით მოვაჭრეს, ედვარდ კოლსტონს ეკუთვნოდა, რომელიც ცნობილი იყო ასევე როგორც თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ფილანტროპი.

კოლსტონის ქანდაკებასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია ქალაქის მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. ფაქტს ცნობილი ანონიმი მხატვარი ბენკსი, რომელიც მრავალი ადამიანის აზრით სწორედ ბრისტოლში ცხორობს, საკუთარი ტვიტერის გვერდზე განთავსებული ,,ტვიტით” გამოეხმაურა.

მისი აზრით გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მრავლად არიან კოლსტონის ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნების მომხრეები, კარგი იქნებოდა მხარეებს ოქროს შუალედისათვის მიეგნოთ.

,,ვფიქრობ ქანდაკება მდინარიდან უნდა ამოვიღოთ და თავის ადგილას დავაბრუნოთ, თუმცა სახეშეცვლილი ფორმით. კოლსტონის ძეგლს კისერზე თოკი გამოვაბათ, ქვემოთ კი მივამატოთ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა ძეგლები, რომლებიც კვარცხლბეკიდან მის ჩამოგდებას ცდილობენ.” – დატვიტა მხატვარმა.

ბენკსიმ მოძრაობა Black Lives Matter-ს მხარი ახალი ნახატით დაუჭირა, რომელზეც ფერადკანიანი ადამიანის პორტრეტია გამოსახული. პორტრეტთან ყვავილები და სანთლები ალაგია.

ანონიმი გრაფიტ-მხატვრის აზრით ,,თეთრკანიანთა სისტემამ ფერადკანიან ადამიანებს უმტყუნა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები