LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვფიქრობ, რომ ასეთი გადაცემა ბევრი უნდა იყოს, პოლიტიკა კი ნაკლები” – მერაბ სეფაშვილის და ლელა წურწუმიას სიმღერის პემიერა ,,არ დაიდარდოში”

11
lelamerabo2021

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალები” ლელა წურწუმია და მერაბ სეფაშვილი სიმღერის პრემიერით ,,ჩემი ცა სევდის ფერია” სტუმრობდნენ.  მომღერლებმა ისაუბრეს შემოქმედებით ცხოვრებაზე, ასევე მერაბმა ისაუბრა პროექტზე, რომელსაც ძალიან მალე ვიხილავთ ტელეკომპანია „ტვ პირველზე“.

მერაბ სეფაშვილი საკუთარ მუსიკალურ გადაცემას „ტვ პირველზე“ გაუძღვება

ვისაუბროთ შენს ახალ გადაცემაზე ,,სტუმრად ლელასთან”, რომელიც უკვე საკმაოდ რეიტინგულია…

პირველ რიგში მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ. ჩემი გადაცემა სექტემბრიდან გავიდა ტელეკომპანია ,,მთავარის” ეთერში და მას უკვე ჰყავს თავისი მაყურებელი და გულშემატკივარი. ვფიქრობ, რომ გადაცემა გამოვიდა საინტერესო თავისი სტუმრებით. რაც ყველაზე მთავარია, არის რეიტინგული და აქვს კარგი გამოხმაურება. გადაცემაში მოსული სტუმარი აუცილებლად ყვება თავის თავზე ისეთ ისტორიას, რაც არსად უთქვამს. ასევე გადაცემაში გამოვაცხადე კონკურსი, ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აღმოაჩნდება სიმღერის ნიჭი, შეუძლია შეასრულოს ჩემი რეპერტუარიდან  ერთ-ერთი სიმღერა და გამოგვიგზავნოს. ამის შემდეგ ჩვენ ავარჩევთ  გამარჯვებულს და  მოვიწვევთ გადაცემაში. მას გადაეცემა ფულადი ჯილდო 10 000 ლარი, რომელიც დააწესა ტელეკომპანია ,,მთავარმა”. ხოლო რაც შეეხება ჩემს საჩუქარს, სიურპრიზად დავტოვებ.

მერაბ, როგორ მოგწონს ლელას გადაცემა, სადაც შენც იყავი სტუმრად მიწვეული?

ძალიან კარგი გადაცემაა თავის არაჩვეულებრივ წამყვანთან ერთად,  რომელიც ჩემს საყვარელ არხზე გადის.

როგორც ვიცით შენც იწყებ ახალ პროექტს, მოგვიყევი ამის შესახებ?

საინტერესო გახდა პროექტები და სხვადასხვა არხები მუშაობენ ამ სიახლეებზე. „ტვ პირველზე“ ძალიან მალე დავიწყებ მუსიკალურ პროექტს. ვფიქრობ, რომ ასეთი გადაცემა ბევრი უნდა იყოს, პოლიტიკა კი ნაკლები.

გავიხსენოთ სიმღერა ,,თოვლი მოდის” , რომლის უამრავი ვერსია არსებობს. როგორ დაიწერა?

ლელა წურწუმია:

ეს სიმღერა ბევრი წლის უკან დაიწერა, რომლის პრემიერა შედგა ნანუკას შოუში, გუდაურში. დაახლოებით 10-11 წელი გავიდა მას შემდეგ. ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, მუსიკა რუსა მორჩილაძეს, არანჟირება კი ზურა მახნიაშვილს. ჩაიწერა თემურ ნიკოლეიშვილის სტუდიაში. არაჩვეულებრივი დუეტი გამოვიდა და ბევრ საახალწლო კონცერტზე გვაქვს შესრულებული მე და მერაბს.

ახლა კი მოგვიყევით სიმღერაზე ,,ჩემი ცა სევდის ფერია”, რომლის პრემიერაც დღეს გაიმართება…

ლელა წურწუმია:

ჩემს მეხსიერებაში მერაბის სიმღერები ისეა დალექილი, რომ ყველა ზეპირად ვიცი.  შეიძლება მასაც კი არ ახსოვდეს და მე გავახსენო. გადაცემაში, როდესაც მოვიდა სტუმრად მაშინ შევასრულეთ ეს სიმღერა, როგორც დუეტი და ისეთი კარგი გამოხმაურება მოყვა, რომ სტუდიური ვერსიის გაკეთებაც გადავწყვიტეთ ცოცხალი შესრულებით, ბენდთან ერთად.

მერაბ სეფაშვილი:

გია მაჭარაშვილის სიმღერაა, ლექსი კი ლალი სხირტლაძის.  86 წელში შევასრულე პირველად. დუეტი მოუხდა და ვფიქრობთ, რომ კარგი გამოვიდა. ჩაიწერა ,,ბრავო რექორდსში”. დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვისაც უყვართ მუსიკა, გვისმენენ და გვაფასებენ. ჩვენ თქვენით ვცოცხლობთ.

 

მერბა სეფაშვილი & ლელა წურწუმია – ჩემი ცა სევდის ფერია 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლელა წურწუმია – ალალ მე. Live

 

მერაბ სეფაშვილი – სერენადა. Live

 

ლელა წურწუმია & მერაბ სეფაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები