LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, რომ პოზიტიური და კარგი ნამუშევარი გამოვიდა… აღარ მინდა, მსმენელს სევდიანი სიმღერები მივაწოდო“ – ფატი ბროლაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

17
ფატი-ბროლაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ფატი ბროლაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გელოდები ძვირფასო“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმარმა კიდევ ერთი ახალი სიმღერაც დააანონსა.

ფატი, ორი ახალი სიმღერა გაქვს,  არის კიდევ სხვა ახალი ნამუშევრები, რომელთაც ახლო მომავალში გააჟღერებ?

კი, ორი სიმღერა მოგიტანეთ. ძალიან ბევრი ახალი ნამუშევარი დაგროვდა და ახლა, მესამე კიდევ უფრო მაგარი სიმღერა მოდის.

ვისაუბროთ შენს ახალ ნამუშევარზე „გელოდები ძვირფასო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა აგვისტოში შეიქმნა. ვფიქრობ, რომ პოზიტიური და კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ვგრძნობ, რომ მსმენელს მოსწონს.

შენი რომელი სიმღერა არის ყველაზე მოთხოვნადი?

რა თქმა უნდა, სიმღერა „დავთვრები“. „რატომ შემიყვარდი“ „გახსოვდეს მიყვარხარ“ და ეს ახალი სიმღერა ძალიან უყვართ.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა, არ ვჩერდები. ახლა ძალიან მაგარი სიმღერა მოდის ბედნიერ სიყვარულზე. აღარ მინდა, მსმენელს სევდიანი სიმღერები მივაწოდო. დაახლოებით, 100 სიმღერა მაქვს და აქედან უმეტესობა სევდაზე და დარდზეა. ვუკვირდები და ვხედავ, რომ მსმენელს ჩემი ის სიმღერები უფრო მეტად მოსწონს, რომლებიც უფრო პოზიტიურია.

 

ფატი ბროლაშვილი – გელოდები ძვირფასო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფატი ბროლაშვილი – ვერ გივიწყებ. Live

 

ფატი ბროლაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები