„ვფიქრობ, რომ ტატუნაშვილის სარჩელი იქნება ძალიან პრინციპული არა მხოლოდ სამართლებრივი, პოლოტიკური დატვირთვითაც,“ – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბესელიას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სტრასბურგის სასამართლოს გამოყენება, რომელიც იცავს კონვენციით დაცული უფლების გავრცელებას ყველა პირის მიმართ.
როგორც ბესელია ამბობს, მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მექანიზმის გამოყენება, როგორც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის, ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციით გათვალისიწნებული უფლების, სიცოცხლის ხელყოფის, დარღვევის გამო.
იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს, რომელზეც მოპასუხე მხარე რუსეთის ფედერაცია იქნება. ამის შესახებ იუსიტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.