LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა და გარკვეულ შეგრძნებებს გამოიწვევს ადამიანებში“ – პაატა თედიაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

16
პაატა-თედიაშვილი

8 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი პაატა თედიაშვილი და რეპერი ნიქი სტუმრობდნენ, რომლებმაც მსმენელს მათი ერთობლივი ნამუშევარი წარუდგინეს. გადაცემაში პაატას სოლო სიმღერის, „მოგონებები“ პრემიერაც შედგა.

პაატა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

რთული ზაფხული იყო, მოხდა შოვის ამბები და ა.შ. და ფაქტობრივად, ყველამ მივიძინეთ. მქონდა იდეა, რაღაცის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ ვერ განვახორციელე. ადამიანური საკითხია, ამ დროს, ვერ მიხვალ სტუდიაში, ტელე ან რადიო ეთერში და ვერ იქნები მხიარული. შემდეგ ავმოძრავდი და სექტემბერი და ოქტომბერი უფრო პროდუქტიული იყო.

რას გვეტყვი სიმღერაზე „მოგონებები“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

ყველა ჩვენგანს ჰქონია საზაფხულო რომანი და მერე გარკვეული სენტიმენტები არსებობს ხოლმე ამასთან დაკავშირებით. სიმღერაც ამ თემას უკავშირდება. ტექსტი და მელოდია ჩემია, ბექვოკალი ქალბატონ მაია მეგრელიშვილს ეკუთვნის და დიდი მადლობა მას ამისთვის. ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა და გარკვეულ შეგრძნებებს გამოიწვევს ადამიანებში, რომელთაც საზაფხულო რომანი განუცდიათ და იქნებ, ეს გახდეს დასაბამი იმის, რომ ადამიანები ისევ მიუბრუნდნენ ერთმანეთს და ისევ იპოვონ ერთმანეთი და მიხვდნენ იმას, რომ უკვალო არაფერია და რომ შემთხვევით არაფერი ხდება.

დღეს კიდევ ერთი სიმღერის, შენი და ნიქის დუეტის პრემიერა გვაქვს. როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

სიმღერას როცა ვიწყებდით, ჯერ კიდევ რომ არ გვიცნობდნენ ადამიანები, მაშინ შევხვდით რამდენიმე ღონისძიებაზე. მერე გვქონდა წყვეტა, მაგრამ ისევ შევეხმიანეთ ერთმანეთს. 2-3 თვის უკან გადავწყვიტეთ, რომ დუეტი შეგვექმნა. დავწერე ტექსტი და მელოდია და დამთანხმდა და დაიწყო მუშაობა. ძალიან სწრაფად მოხდა ამ ყველაფრის შეკვრა.

ნიქი, რამდენად აქტიურად მუშაობ შენს რეპერტუარზე?

ნიქი: ვაქტიურობ, თითქმის ყოველდღე ახალ-ახალ სიმღერებს ვწერ. მაქვს ხმის ჩამწერი სტუდია, ადამიანები მიკავშირდებიან და ვუწერ ტექსტებს, ვუქმნი მელოდიებს და ა.შ.

პაატა: მართლა, ძალიან ნიჭიერი და შრომის მოყვარე ადამიანია. სულ რაღაცას წერს, სულ რაღაცას აკეთებს უფრო მეტად უნდა ჩანდეს და ჟღერდეს.

 

პაატა – მოგონებები

 

პაატა & ნიქი – რას გაუგებ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

პაატა თედიაშვილი – დიდოუ ნანა. Live

 

პაატა თედიაშვილი & ნიქი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები