LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვგლოვობთ 12 ძვირფასი ადამიანის ტრაგიკულ დაღუპვას, სიტყვები ვერ გამოხატავს მწუხარებას, რომელსაც ვგრძნობთ“ – რას წერს კულტურის „დესპანი“ დარისპან პრაშერი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე

633
დარისპან პრაშერი

გუდაურში, ინდურ რესტორანში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, წარმოშობით ინდოელი, საქართველოში მცხოვრები, კულტურის „დესპანის“ სახელით ცნობილი დარპან პრაშერი ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„მთელი ჩვენი სტაფია დაღუპული, მათ შორის ჩემი მაზლი“ – გუდაურში გარდაცვლილი ინდოეთის 11 მოქალაქის ახლობლები მათ გადასვენებას ინდოეთში, ან იმ ქვეყანაში ცდილობენ, სადაც კრემაციაა შესაძლებელი, 25 წლის ქართველი გოგო კი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს

„ღრმა მწუხარებით ვგლოვობთ საქართველოში, ინდურ რესტორანში მომხდარი დამანგრეველი ინციდენტის შედეგად, 12 ძვირფასი ადამიანის ტრაგიკულ დაღუპვას. გარდაცვლილთა შორის 11 ინდოელი და ერთი ქართველი იყო.

ჩვენი ფიქრები და ლოცვები დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთან არის ამ უზომოდ რთულ პერიოდში. სიტყვები ვერ გამოხატავს ღრმა მწუხარებას, რომელსაც ვგრძნობთ ასეთი სიცოცხლის დაკარგვის გამო.

მარადიულ სიმშვიდეში განისვენონ გარდაცვლილთა სულებმა და მათმა ოჯახებმა ჰპოვონ ძალა და ნუგეში ამ გამოუსწორებელ დანაკარგთან გასამკლავებლად. სოლიდარობის ნიშნად, ჩვენ ერთად ვდგავართ მწუხარებაში და ვუცხადებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ტრაგედიით დაზარალებულებს“, – წერს დარპან პრაშერი სოციალურ ქსელში.

😭😭😭 გულწრფელი სამძიმარი ღრმა მწუხარებით გლოვობთ საქართველოში ინდურ რესტორანში მომხდარი დამანგრეველი ინციდენტის შედეგად…

Posted by Darispan Prasher on შაბათი, 14 დეკემბერი, 2024

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია 14 დეკემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g