LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ეს არის უმძიმესი დანაშაული – მამუკა ბახტაძე

მამუკააა ბ

კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი.

„მსურს, გამოვეხმაურო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ამის ნებისმიერ გამოვლინებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხები. შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე უკვე დააკავა 16 პირი. ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

 

magti 5g