LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმას სამართლებრივი პასუხი გაეცემა: თალაკვაძე

58
არჩილ

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, წარმოუდგენელი და მიუღებელია ჟურნალისტებზე ზეწოლა, მათზე ფიზიკური თავდასხმა და ამ გზით რაიმე საკითხების მოგვარება. – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ფორმულას“ თანამშრომლებზე  თავდასხმის კომენტირებისას.

“ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და თავდასხმას მედიაზე და ჟურნალისტებზე. ამას გაეცემა სამართლებრივი პასუხი.

ამ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი, შესაბამისი რეაგირება უკვე არის საგამძიებოს სტრუქტურების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, როგორც ვახო სანაიას შემთხვევაშიც, აქაც დეტალებს დაადგენენ.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, წარმოუდგენელი და მიუღებელია ჟურნალისტებზე ზეწოლა, მათზე ფიზიკური თავდასხმა და ამ გზით რაიმე საკითხების მოგვარება. ეს არის დემოკრატიული საზოგადოება სადაც ჟურნალისტები, თუნდაც ყველაზე კრიტიკულები, ეხმარებიან ხელისუფლებას და ოპოზიციას, მიიღონ ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები”, – ამბობს თალაკვაძე.

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. არხი იუწყება, რომ ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

„ფორმულას“ 2 თანამშრომელს თავს დაესხნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g