LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვგრძნობ, რომ საქართველო თავიდან იბადება. ამდენი ახალგაზრდა მაძლევს იმედს, რომ არ დავიქცევით“ – ნინო სუხიშვილის გზავნილი მუსიკოსებისა და ხელოვანების მარშიდან

350
ნინო სუხიშვილი

„ქართველები არიან არტისტული ბუნების ხალხი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს რომ აქ წარმოდგენილია ხელოვნების ყველა სფეროს წარმომადგენელი. მუსიკოსები აქ არიან, ისევე როგორც მოცეკვავეები, მსახიობები“ – ამის შესახებ ამის შესახებ ანსამბლ „სუხიშვილების“ გენერალურმა დირექტორმა ნინოს სუხიშვილმა განაცხადა, რომელიც მუსიკოსებისა და ხელოვანებისა მარშზე იმყოფებოდა.

„ვფიქრობ, ხელოვანის აზრი შეიძლება უფრო ხმამაღალი იყოს, ვიდრე პოლიტიკოსის. იმიტომ რომ საქართველოა და ჩვენ ხელოვანი ხალხი ვართ. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ნაცნობ სახეს ვხედავ. ამდენ ნიჭიერ ხალხს ვხედავ, რომლებმაც აქ მოსვლით თქვეს თავიანთი სათქმელი. ისინი თავისუფლები არიან, ევროპული გზით უნდათ, რომ იარონ. არ უნდათ თავისი ქვეყნისთვის ბნელი მომავალი. უნდათ, ნათელ მომავალში ვიცხოვროთ, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიღებული იქნას და წავიდეთ სწორი გზით.

თვეზე მეტია პროტესტი გრძელდება. ყოველ დღე სხვადასხვა პროფესიის ხალხი გამოდის. თვითორგანიზებულია ყველა მიტინგი. ფაქტობრივად ლიდერი არ არის. ასეთი რამე საქართველოში მე არ მახსოვს, ფაქტობრივად 1978 წლიდან ვდგავარ აქციებზე.

ძლიან იმედიანად და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ქვეყნისთვის საუკეთესო მომავალი მინდა. საქართველო ერთი გვაქვს. ვგრძნობ, რომ საქართველო თავიდან იბადება. ამდენი ახალგაზრდა მაძლევს იმედს, რომ არ დავიქცევით“, – ამბობს ნინო სუხუშვილი „მთავართან“ საუბარში.

„ახლა არჩევანი არის სიბნელესა და სინათლეს შორის.. ან ვიგებთ ამ ბრძოლას, ან ვაგრძელებთ იგივე წრეზე ყოფნას და ვხდებით უინტერესო ქვეყანა დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის“ – სოფო ნიჟარაძე

„სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო“ – ეკა მამალაძე მუსიკოსების მარშს შეუერთდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g