ავტომომსახურების ცენტრების ქსელმა „ვიანორმა“ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობასთან მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე კიდევ ერთი სერვის ცენტრი გახსნა და ახალი 2016 წელი განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებით დაიწყო. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს.
„ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება აქტიურ ფაზაში შედის. მოხარული ვართ, რომ თბილისში „ვიანორის“ კიდევ ერთი მომსახურების ქსელი შეუქმნის კომფორტს მომხმარებელს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და ევროპული სტანდარტის მომსახურებით. “ვიანორი” უმსხვილესი, მულტინაციონალური კომპანიაა და ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველოში ამ ბრენდის განვითარება ექსკლუზიურად ”ვისოლ ჯგუფს” ერგო წილად”, – განაცხადა “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავა.
“ვისოლ ჯგუფმა” ავტო-ტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის – ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მის მფლობელობაში უკვე არსებული – „ვისოლ ავტო ექსპრესის“ ქსელის რებრენდინგი დაიწყო. “ვიანორი” Nokian Tyres-ის ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს. დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში.
„ვიანორის“ მომსახურების ცენტრები თბილისის გარდა განთავსებულია გორში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ახალციხეში.