უკრაინის პრეზიდენტმა ინგლისის პარლამენტში, თემთა პალატას მიმართა და მის ქვეყანაში, ომის მიერ გამოწვეულ ტრაგედიაზე ისაუბრა, რასაც 15-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთის მიმართ გააქტიურებული სანქციები მისასალმებელია თუმცა არა საკმარისი.
„რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენი მიწისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებსა და ქუჩებში“. – ზელენსკი ბრიტანელებთან მიმართივასას, ჩერჩილის 1940 წელს წარმოთქმულ სიტყვას იმეორებს.
მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო სივრცე აუცილებლად უნდა დაიხუროს და აკრძალულ ზონად გამოცხადდეს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ მას იმედი მისცა, რომ ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ ომში „უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს“.