ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ინფორმაციას Corriere Dello Sport ავრცელებს.
მძარცველებმა მისი ავტომობილი “მინი ქანთრიმენი” მოიპარეს.
ქართველმა ფეხბურთელმა პოცუოლის პოლიციის სამართველოში საჩივარი შეიტანა.
გამოცემა წერს, რომ ქურდობის დროს ფეხბურთელი სახლში იმყოფებოდა.