მომღერალი ნინი შერმადინი America’s Next Top Hitmaker-ის კონკურსის მეოთხედფინალშია. ამის შესახებ ნინი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.
როგორც ნინი წერს, ხმის მიცემა ორშაბათს, 10 საათიდან იქნება შესაძლებელი.
„პოსტი რატომღაც წაიშალა, არ ვიცი მიზეზი, მაგრამ ვიცი გაგიხარდებათ, მეოთხედ ფინალში ვარ კონკურსის „America’s Next Top Hitmaker“ 🎶
იმედია ბოლომდე მივალთ ❤️ ხმის მიცემა დაიწყება ორშაბათს, საღამოს 10 საათიდან ❤️ მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის❤️“, – წერს ნინი შერმადინი.