ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდასტურდა, ის იზოლაციაში მყოფება და სახლში მკურნალობს. სწორედ ამიტომ მან გადაცემა სახლიდან წაიყვანა.
გიორგი გაბუნიამ იმ სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რომელიც მას კორონავირუსის პერიოდში გამოუვლინდა.
“თავიდან სიცხე 37. 2 მქონდა, შუადღისთვის აიწია. ამის შემდეგ ყველას ავუკრძალე ჩემთან კონტაქტი. სიცხე მხოლოდ 2 დღე მქონდა, ამის შედმეგ მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს კოვიდ ინფექცია.
არ მახველებს, არ მაქვს სისუსტე და ტკივილები, თუმცა ყელის ჩახეხილობას ვგრძნობდი. რამდენიმე დღეში გამიქრა გემოს და ყნოსვის შეგრძნება. ამის შემდეგ თითქმის 2 კვირა გავიდა და ჯერ არ დამბრუნებია. მითხრეს, რომ ზოგს 3 დღეში დაუბრუნდა, ვიღაცეებს 5 დღეში. ვიცი რამდენიმე ვინც კორონავირუსისგან განიკურნა, მაგრამ გემო და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა 1 თვეა უგრძელდებათ.
ხვალ განმეორებით ტესტს ჩავიტარებ და ზუსტად მეცოდინება გადავრჩი თუ არა”,- აღნიშნა ჯურნალისტმა.