LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიცი, როგორც გამოვიყურები, სხვა არჩევანი არც მაქვს, და როგორ მოვიქცე? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?“ – სარა ჯესიკა პარკერი გულწრფელი ინტერვიუ

555
page

საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი, სარა ჯესიკა პარკეი „ვოგის“ დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. მსახიობმა არაერთი იმიჯი მოირგო, ფოტოები საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა.

ფოტო: ქერი ბრედშოუ დაბრუნდა – 54 წლის „მოდის სიმბოლო“ „ვოგის“ დეკემბრის ნომრის გარეკანზე ბრწყინავს

ვრცელ ინტერვიუში  ვარსკვლავმა ასაკის მატებაზე ისაუბრა და კრიტიკას უპასუხა. მისი განცხადებით,  სერიალის მსახიობებმა საზოგადოების ნაწილისგან უამრავი უარყოფითი შეფასება მიიღეს იმის გამო, რომ  მათი გარეგნობა დროსთან ერთად საგრძნობლად შეიცვალა.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანებს არ სურთ ბედნიერები და კმაყოფილები ვიყოთ, მათ ის უფრო სიამოვნებთ, როდესაც  ცუდად ვგრძნობთ თავს. თუნდაც იმის გამო, რომ ბუნებრივი დაბერების პროცესი ავირჩიეთ. სრულყოფილები არ გვინდა ვიყოთ და იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენ გვაბედნიერებს, ვიცი, როგორც გამოვიყურები, სხვა არჩევანი არც მაქვს, და როგორ მოვიქცე? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?“, – აცხადებს მსახიობი.

პარკერმა ერთი შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც მეგობართან, ენდი კოენთან ერთად, რომელსაც ჭაღარა თმა აქვს სავახშმოდ წავიდა, საზოგადოების ნაწილისთვის მისი ჭაღარა თმა მიუღებელი იყო.

ფოტო: სურვილები სრულდება – ქერი ბრედშოუს ბინა Airbnb-ზე 23 დოლარად ქირავდება

ფოტო: ქერი ბრედშოუმ „მისტერ ბიგი“ საბოლოოდ ჩაანაცვლა – სარა ჯესიკა პარკერი ახალ რჩეულ მხურვალედ კოცნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები