LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა… მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები“ – მერაბ დვალიშვილი პასუხობს კითხვას, რატომ აცხოვრებს უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს 

142
მერაბ დვალიშვილი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს. 

„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“

„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.   

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g