LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიცოდი, რომ გაჰიტდებოდა, იმიტომ რომ ყველაფერი გულით არის გაკეთებული

25

Ardaidardo.Ge

 

გადაცემას ”რადიო დუეტი” სიმღერის პრემიერით მომღერალი გელა სტურუა ესტუმრა.

 

მცირე შემოქმედებითი პაუზა გქონდათ, რა იყო ამ პაუზის მიზეზი?

სხვა რაღაცეებზე ვიყავი გადართული, ახლა მოვიცალე, დავბრუნდი, ჩავწერე სიმღერა და გესტუმრეთ.

”გულში ჩაგიკრავ” სიმღერა, რომლის პრემიერაც ჩვენთან შედგა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა შენთვის…

კი, ნამდვილად და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცირა ბზიშვილს, რომელთანაც დამზადდა ეს სიმღერა, თეონა ჩაბეიშვილის ტექსტია, ასევე მადლობა მას და რადიო ”არ დაიდარდო”-ს რა თქმა უნდა. თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, რომ გაჰიტდებოდა, იმიტომ რომ ყველაფერი გულით არის გაკეთებული, თითოეული სიტყვა გულიდან არის წამოსული.

საერთო ჯამში რამდენი სიმღერა გაქვს?

საკუთარი 15 სიმღერა მაქვს, გარდა ამისა, თავად ვწერ სიმღერებს, როგორც ჩემთვის ასევე სხვებისთვის. ჩემი სიმღერები ქალაქურ სტილშია გადაწყვეტილი, მე თავად კლასიკური ჯაზის მსმენელი ვარ, საყვირზეც ვუკრავ მაგრამ…

რა ასაკში აღმოაჩინე შენს თავში მუსიკალური ნიჭი?

მე კონსერვატორია დავამთავრე, მანამდე ნიჭიერთა ათწლედი, შეიძლება ითქვას რომ 10 წლიდან ვაკეთებ ყველაფერს წარმატების მისაღწევად.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ახალ წელს კონცერტს ვგეგმავ საბერძნეთში, აქედან მოვიკითხავ ჩემს ემიგრანტებს, ასევე ვაკეთებ სამ სიმღერას ერთად, პაუზის შემდეგ მინდა აქტიურად გავაგრძელო მუშაობა.

”ატმები და ვარდები” სიმღერა რომლის პრემიერაც დღეს შედგება, მოგვიყევი ამ სიმღერის შექმნის ისტორია…

”ატმები და ვარდები” 10 წლის წინ დამიწერა გიორგი შავლაშვილმა, მუსიკაც და ტექსტიც მას ეკუთვნის. წლების წინ კონცერტებზე ვმღეროდი, შემდეგ გადავწყვიტე ახლებული ვერსია გამეკეთებინა და ამ საქმეში დახმარებისთვის დიდი მადლობა ზაზა გოჩიტაშვილს. ქალაქური, ჯიგრული, სულთან რომ მივა ისეთი გამოვა.

 

დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით ხშირად ახალ ახალი სიმღერებით.

გელა სტურუა – ატმები და ვარდები

AudioGELA STURUA – ATMEBI DA VARDEBI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Gela Sturua.

გელა სტურუა. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები