მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა იმ ლამაზმანების სია, რომლებიც თეთრეულის ყოველწლიურ შოუში მონაწილეობას მიიღებენ, ბრენდის მთავარ ”ანგელოზებს” – ადრიანა ლიმას, კენდის სვეინპოლს, ჯიჯი და ბელა ჰადიდებს და სხვა მოდელებს სულ უფრო ხშირად დაინახავთ მარკის ოფისთან, რომელსაც ისინი საფირმო ფრთების დასამზადებლად სტუმრობენ.
მოსამზადებლად ლამაზმანებს სამი თვე აქვთ, რადგან Victoria’s Secret-ის ყოველწლიური შოუ წელს 28 ნოემბერს გაიმართება.