სუპერბოულის დაწყებისთანავე, ქალის თეთრეულის ბრენდმა, Victoria’s Secret ახალი პრომო-ვიდეო წარმოადგინა. ბრენდის „ანგელოზებმა“ ამერიკული ფეხბურთი ითამაშეს.
რგოლი ერთდროულად სუპერბოულს და ვალენტინობას ეძღვნება და მასში ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, ელზა ჰოსკი, ტეილორ ჰილი და სხვა ლამაზმანები მონაწილეობენ.