LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Victoria’s Secret-ის „ანგელოზებმა“ ეიფელის კოშკთან იპოზიორეს (ფოტოები)

143

Victoria’s Secret-ის შოუმდე რამდენიმე დღე რჩება და ბრენდის „ანგელოზები“ უკვე პარიზში იმყოფებიან.

ლამაზმანების გარშემო ინტერესი დიდია, რადგან ისინი მუდმივად აზიარებენ  მოსამზადებელი პერიოდის ამსახველ მასალას. ერთ-ერთი ასეთი ამ დღეებშიც გამოქვეყნდა: გოგონებმა პარიზის ერთ-ერთი მთავარ სიმბოლოსთან – ეიფელის კოშკთან იპოზიორეს.

თითოეულ მათგანს ბრენდის საფირმო მაისური და შავი ფერის შარვალი და ქურთუკი ეცვა. ფოტოებმა კი, რომლებიც „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნდა, დიდი მოწონება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ Victoria’s Secret-ის შოუ 5 დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები