LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 1000 ძალის ჯიპმა უდაბნო დაიპყრო

117
jeep-dsert

ტუნინგ–ატელიე Hennessey–მ Jeep Gladiator Maximus–ს დატესტვა დაიწყო. 1000 ძალის პიკაპს უდაბნოში, ყველაზე რთულ პირობებში ცდიან.

Gladiator Maximus შეზღუდული ტირაჟით მხოლოდ 24 ეგზემპლარი გამოვა. სტანდარტული პიკაპისგან სიახლე ბევრ სხვა რამესთან ერთად, 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავით განსხვავდება და როგორც ატელიეში ირწმუნებიან, აგრეგატს 1000 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

სერიულ „გლადიატორს“ უდაბნოს დასაპყრობად სპეციალური ვერსია Mohave აქვს, რომლის დებიუტიც ჩიკაგოს ავტოსალონზე თებერვლის დასაწყისში შედგა. მოდელმა Off-Road Plus რეჟიმი მიიღო, რომელიც მას უგზოობაში საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს.

და ბოლოს, მძლავრი პიკაპის ფასი 225 ათასი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები