„რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი პროექტი – „ქართული“ გავიდა, რომლის პირველი გადაცემის ფარგლებში, ჟიურის წინაშე წარდგა ქალთა ანსამბლი „ჰარმონია“.
ზესტაფონელმა ქალბატონებმა ჟიურისა და და მაყურებლის გულები დაიპყრეს.
„არაჩვეულებრივიაა, ინტონაციური სიზუსტე, ბალანსი და დინამიკა დაცულია. 11-მა ადამიანმა ასე ჰარმონიულად შეასრულოს ქალაქური სიმღერა, არის ურთულესი. წარმატებებს ვუსურვებ გოგონებს!..“
„წარმატებები, ზესტაფონის ბულბულებო…“
„წარმატება, ჩვენო ხმატკბილო ბულბულებო!..“, წერს მაყურებელი.
