LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „12 წლის წინ გავხდი მამა… ხშირი კომუნიკაცია არ გვაქვს, შევძელით ერთად ყოფნა, სულ რამდენიმე საათით“ – საბა საფარელი შვილზე

481
2025-12-03_22-31-55_057277

მომღერალი საბა საფარელი სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ზუსტად 12 წლის წინ გავხდი მამა, შიოს დაბადებას დავესწარი და სახელიც მე დავარქვი, მეამაყება რომ შიოს მამა ვარ, ვინც იცნობს მას, მან იცის რატომ ვარ ამით ამაყი.

ჩემი პროფესიიდან და ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, შევძელით ერთად ყოფნა, სულ რამდენიმე საათით. მიუხედავად ამისა, შევძელი სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მასთან საუბარი, რადგან ხშირი კომუნიკაცია არ გვაქვს. ეს თემები მას გამოადგება ზნეობრივად, მორალურად, გაზრდის ცხოვრებისეულად.

გამოცდილებით გაამდიდრებს. ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალზე, წმინდა მეფე თამარის ცხოვრებაზე. ასევე წმინდა ნინოს შევეხეთ. მოციქულებს, როგორ გააქრისტიანეს საქართველო და რამდენმა მოციქულმა იქადაგა აქ ქრისტიანობა. ვისაუბრეთ ავტოკეფალიაზე, ასევე ეგზარქატის 100 წლიან პერიოდზე, რასაც გვიშვებოდნენ რუსი ეგზარქოსები, როგორ მოგვპარეს სიწმინდეები და გაგვინადგურეს ავტოკეფალიის დამადასტურებელი ქარტია. რად გადააქციეს ქართული ეკლესია იმ პერიოდში.

ასევე ვისაუბრეთ ფიროსმანზე, მის მხატვრობაზე, მის სტილზე, ტილოებზე. მეგობრობაზე, ძმაკაცობაზე და ძალიან ვთხოვე, რომ ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ მიიღოს. აუცილებლად რჩევით მიიღოს და რჩევა ჰკითხოს, მამას, დედას, ბებიას, ბიძას, ბაბუას და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები, რადგან ჯერ არ გააჩნია ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება. ყველაფერი მაგრად იქნება“, – ამბობს საბა საფარელი

„სიმღერამ შეგვახვედრა… მზია ისეთი ადამიანია, რომ ძალიან მალე მომხიბლა მისი პიროვნული თვისებებით… ჩვენ უკვე 5 დუეტი შევქმენით“ – საბა საფარელი და მზია გეწაძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g