LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედა ფორმულას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა

698
fot (2)

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე, სალომე ბოკუჩავაზე იძალადა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა.

ძალადობის ამსახველ კადრებს „ფორმულა“ ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტს ქალმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახეში, ასევე, მიაჯახა კედელს.

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 ივლისს, ბათუმში, ბრალდებულმა ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობა განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g