LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:  1400 ძალის Dodge Viper–მა შემთხვევით რეკორდი დაამყარა

65
dogviprnews

14 წლის dodge Viper–მა, რომელიც 1400 ძალის ძრავითაა უზრუნველყოფილი, ფლორიდას პოლიგონზე 406,5 კილომეტრი საათში განავითარა. ეს სიჩქარე კი სპორტქარისთვის ნამდვილად რეკორდულია.

Viper ფორსირებული 1400 ძალის V10 ძრავითაა დაკომპლექტებული. 8,5 ლიტრის მოცულობის აგრეგატი 6–საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ავტომობილი ეფექტური დამუხრუჭებისთვის პარაშუტითაც კი აღჭურვეს.

რეკორდული მსვლელობა 4,8 კილომეტრის სიგრძის პოლიგონზე, ფლორიდას შტატში გაიმართა. ეს სწორედ ის ტრასაა, სადაც McLaren Speedtail–მა ცოტა ხნის წინ 403 კილომეტრი საათში განავითარა. რაც შეეხება Dodge–ს მისი მიზანი ძრავის ახალი დეტალების დატესტვა იყო და პილოტი რეკორდის დამყარებას ნამდვილად არ გეგმავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g