თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირების“ მეორე ეპიზოდის სტუმარი, ეთო ქურასბედიანია.
40 წლის ონკოპაციენტი ქალი, რომელიც უკვე ფაქტობრივად გამოჯანმრთელებულია, ექიმთან ემოციურ საუბარს იხსენებს.
როგორც რესპონდენტი გადაცემას უყვება, ექიმმა უთხრა, რომ ამ დაავადებით შესაძლებელი იყო მაქსიმუმ ერთი წელი ეცოცხლა.
უმძიმეს ინტერვიუში ეთო ქურასბედიანი ჰყვება, რომ ამბავი მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა:
ვიდეო: „ეს მოხდა წამებში, რომ შემოვედი ბავშვი უკვე ჩავარდნილი იყო, ძალიან ძნელია, 8 წელი გავიდა… ჩემი მთავარი მიზანია ბავშვებს არ ჰქონდეთ ისეთი რთული ცხოვრება, როგორიც მე მქონდა“ – მარტოხელა მამა, ბორის ჩაგუნავა შვილის გარდაცვალების უმძიმეს ისტორიას იხსენებს
თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირების“ პირველი გადაცემის სტუმარი, მარტოხელა მამა, ბორის ჩაგუნავაა.
„ექიმმა მითხრა, ალბათ მაქსიმუმ ერთი წელიო, რომ გამოვედი იქ თეკლა (შვილი) მელოდებოდა, ბევრი ვიტირეთ…
მიჭირდა, არ ვიცოდი ვისთვის მეთქვა ეს ამბავი…
გავიფიქრე რომ ბავშვებთან რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გამეტარებინა, აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ჩემი შვილები ჩამოსულიყვნენ…
მოხდა ისე, რომ მოვხვდი პალიატიურ განყოფილებაში, 15 დღე ვიყავი ხელოვნურ კომაში, ეს იყო სასწაული… ახლა ფაქტობრივად გამოჯანმრთელებული ვარ…
ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ასე არ უნდა დამთავრებულიყო, აღმოჩნდა დედაჩემი…
ბავშვი ჩამეხუტა ფეხებზე, რამაც იმ მომენტში გამომაფხიზლა“, -იხსენებს ეთო ქურასბედიანი „თათიას გმირების“ მეორე ეპიზოდში.
„ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სჯეროდა რომ ასე არ უნდა დამთავრებულიყო აღმოჩნდა დედაჩემი… ბავშვი ჩამეხუტა ფეხებზე, რამაც იმ მომენტში გამომაფხიზლა“ -ეთო ქურასბედიანი 👉სრული გადაცემა: https://www.youtube.com/watch?v=GT22Re0FnUo&t=926s
Posted by Tatias gmirebi-თათია სულუაშვილი on შაბათი, 01 თებერვალი, 2025