კომპანია Koenigsegg–მა გადაწყვიტა, რომ წმინდა ვალენტინის დღე ყველა შეყვარებულისთვის ძალიან ორიგინალურად მიელოცა. შვედებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც 1500 ძალის ჰიპერქარი Regera დრიფტის დახმარებით თოვლიან გულს ხატავს.
Koenigsegg Regera საფრენ ბილიკზე გამოიყვანეს და სიყვარულით სავსე გული დახატეს.
კომპანია Koenigsegg–მა მძლავრი ჰიპერქარი 2017 წელს წარადგინა. მაშინ შვედები მოდელს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ ავტომობილად ასახელებდნენ. ინჟინერებმა მთლიანობაში 80 უნიკალური კუპე შექმნეს და მთელი ტირაჟი რამდენიმე თვეში გაიყიდა. წარმოების დროს Regera–ს ფასი 2 მილიონი დოლარი იყო.
ჰიპერქარი მოძრაობაში ჰიბრიდულ აგრეგატს მოყავს, V8 თვინ–ტურბო ძრავი 3 ელექტროძრავთან ერთად მუშაობს. 1590 კილოგრამის წონის მოდელს 1500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ჰიპერქარი პირველ „ასეულს“ 2,8 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კმ/სთ–ია.